სერგეი ლავროვი - მინსკის მოლაპარაკებებზე შეთანხმების მიღწევას სერიოზულად აფერხებდნენ გარედან, მათ შორის ვაშინგტონიდან

სერგეი ლავროვი - მინსკის მოლაპარაკებებზე შეთანხმების მიღწევას სერიოზულად აფერხებდნენ გარედან, მათ შორის ვაშინგტონიდან

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მტკიცებით, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში დეესკალაციის მიზნით მინსკის მოლაპარაკებებზე შეთანხმების მიღწევას სერიოზულად აფერხებდნენ გარედან, მათ შორის ვაშინგტონიდან.

"მინსკის პროცესის სახელით ცნობილ დიალოგის წარმოებას სერიოზულად უშლიდნენ ხელს. უშლიდნენ გარედან, მათ შორის ვაშინგტონიდან", - განუცხადა ლავროვმა ტელეკომპანია "რასიას".
მისი თქმით, კონკრეტული ხალხი ვაშინგტონში მხარს უჭერდა და ახალისებდა პრემიერ-მინისტრ იაცენიუკის "უცნაურ პოზიციას", რომელიც პოროშენკოსგან განსხვავებით, მეტად კონფრონტაციული იყო.