პუტინის რუსეთი ჩემი ყველაზე დიდი წუხილია

პუტინის რუსეთი ჩემი ყველაზე დიდი წუხილია"

ანდრეს ფოგ რასმუსენმა სტატია ბრიტანულ გამოცემა "Independent"-ში გამოაქვეყნა და ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტზე ხუთწლიანი მუშაობა შეაჯამა.

"პუტინის რუსეთი ჩემი ყველაზე დიდი წუხილია. მსოფლიო ასეთი გამოწვევების წინაშე ცივი ომის დასრულების შემდეგაც არ ყოფილა. ამიტომ ალიანსმა პარტნიორებთან თანამშრომლობა კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს. ჩვენს აღმოსავლეთ სამეზობლოში რუსეთმა აჩვენა საერთაშორისო სამართლის სრული უგულვებელყოფა და განზრახვა რომ ძალის გამოყენებით შეეცვალა საზღვრები. მაგალითი ნათელია მოლდოვაში, საქართველოში, ახლა კი უკვე უკრაინაში რუსეთი იყენებს ეკონომიკურ, პოლიტიკურ პროპაგანდას და სამხედრო ზეწოლას, რომ გამოიწვიოს არასტაბილურობა", - ნათქვამია რასმუსენის სტატიაში.