სოციალურ ქსელში გავრცელებულ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც მურმან დუმბაძე კუდ-თან საიდუმლოდ თანამშრომლობდა, თავად მურმან დუმბაძე სისულელეს უწოდებს. „პირველ რადიოსთან“ საუბრისას დეპუტატი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ სხვადასხვა კამპანია მიმდინარეობს და მას ეს გზა უკვე გავლილი აქვს. მურმან დუმბაძე ხელისუფლებას მოუწოდებს უფრო მნიშვნელოვანი საქმეებით დაკავდეს.
„ეს არის ძალიან დიდი სუსულელე. როდესაც ხელისუფლება უპირისპირდება ადამიანს, რომელმაც ეს ხელისუფლება მოიყვანა ხელისუფლებაში და უზარმაზარი წვლილი აქვს შეტანილი, ხელისუფლება გააკეთებს ყელაფერს და იშოვის ნაძირალას და რაღაცას გამოაქვეყნებს. არის სატელეფონო ზარები, არის ოფიციალური განცხადება ხელისუფლების მხრიდან , რომ „ნაციონალებთან“ არის შეკრული. არის ოფიციალური განცხადება, რომ „ნაციონალებთან“ ბიზნესწილებშია. იქნება ოფიცილაური წერილებიც დადებული, რომ თითქოს კუდ-ის თანამშრომელია. რა ვუყო?! ეს გზა გამომივლია, ეს გზა ვიცი და ვიცი, რომ მთავრდება სრული კრახით. ასე დაამთავრა აბაშიძემ, გაქცეულია ვერ ჩამოდის. ასე დაამათავრა სააკაშვილმა, გაქცეულია და ისიც ვერ ჩამოდის. ასე ჩავიდა შევარდნაძე მიწაში, სულ გინებ-გინებით. ეს არის სისულელე. ჯობია ხელისუფლებამ იმოქმედოს მარტივი პრინციპით არის კანონები და ამ კანონის შესაბამისად იმოქმედოს ისე, რომ ამ ხალხს მისცეს შეღავათი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური. უამრავი პრობლემაა ქვეყანაში და ამ პრობლემებს მიხედოს. ეგეთ იაფფასიანი ტრუკების იმათაც კი არ ჯერათ ვინც თავად აკეთებს“,-განაცხადა მურმან დუმბაძემ
291
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85