საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გაერო-ს გენერალურ ასაბლეაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლას "გამორჩეულად" აფასებს. როგორც ირაკლი ალასანიამ შესაბამის საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერმა საქართველოსთვის ყველა აქტუალური და ღირებული საკითხი წამოწია.
"პრემიერის გენერალურ ასამბლეაზე ვიზიტი თავისთავად არის ყველაზე მნიშვნელოვანი მიმდინარე პოლიტიკური მოვლენა. ყველას ძალიან გვეამაყება, რომ პრემიერმა გამორჩეული სიტყვით მიმართა ასამბლეას. ჩვენთვის ყველა აქტუალური და ღირებული საკითხი იყო წამოწეული. დარწმუნებული ვარ, ის შეთავაზება რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა მომავალში ჩვენი ქვეყნის მიღწევების დაგეგმავსთან დაკავშირებით იქნება ზედმიწევნით სწორად შესრულებული", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
ირაკლი ღარიბაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 69-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.