საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგინით შეამკო.
"დღეს არის დღე, რომელიც სოხუმის დაცემით დამთავრდა. მომავალი იქნება ჩვენი იქ დაბრუნება, შერიგების შედეგად. 2 ეს 7 სექტემბერი იყო ომის დასასრული, მომავალი იქნება შერიგების, სოხუმში დაბრუნების", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
სოხუმის დაცემიდან დღეს 21 წელი შესრულდა. ქართული მხარის ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა. აფხაზური მხარის მონაცემებით კი, დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი.