ამის შესახებ საუბარია უკრაინელი სტუდენტის იულია მარუშევსკას მიერ გამოცემულ ელექტრონულ წიგნში - „UN HUNDRED”, რომლის თავფურცელზეც განთავსებულია პრეზიდენტის პერსონალური სამადლობელი წერილი პრემიერისადმი
უკრაინელი სტუდენტი იულია მარუშევსკა საქართველოს მთავრობის მეთაურს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 69–ე სესიაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ შეხვდა. მან მადლობა გადაუხადა ირაკლი ღარიბაშვილს უკრაინისადმი გამოხატული მხარდაჭერისთვის და საკუთარი წიგნი გადასცა.
იულია მარუშევსკა მსოფლიოში ცნობილი გახდა უკრაინელი ხალხის სახელით გაკეთებული ვიდეომიმართვით, რომელიც youtube–ზე განათავსა. ვიდეო 7 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა და მას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.