სოხუმის დაცემის დღსთან დაკავშირებით ენგურის ხიდზე სამღვდელოებამ პარაკლისი აღავლინა

სოხუმის დაცემის დღსთან დაკავშირებით ენგურის ხიდზე სამღვდელოებამ პარაკლისი აღავლინა

სამღვდელოებასთან ერთად საოკუპაციო ხაზთან მრევლი და აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

სასულიეო პირებმა ხიდზე ანჩისხატი ხატი მიაბრძანეს და სამშვიდობო პარაკლისი აღავლინეს. პარაკლისში მონაწილეობა ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებმა რამდენიმე მოქალაქემაც მიიღო.

დღეს სოხუმის დაცემიდან 21 წელი გავიდა. სამღვდელოება პარაკლისს ენგურის ხიდზე ბოლო რამდენიმე წელია, 27 სექტემბერს აღავლენს.