"ნაციონალური მოძრაობის" საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრის გამოსვლას სრულ ფარისევლობას უწოდებს.
„ეს იყო ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, რომ ასეთი მაღალი ტრიბუნიდან, მკაფიო გზავნილი ყოფილიყო ჩვენი ქვეყნისთვის პრინციპულ საკითხებზე. მეორეს მხრივ, ეს იყო სრული ფარისევლობა - აღწერა რაღაც კანონის უზენაესობის დამკვიდრებისა საქართველოში და ახალი დემოკრატიის მშენებლობისა ქვეყანაში, რომელსაც მართავს არაფორმალურად მილიარდერი და რეალურად, სიტყვით გამოდიოდა მისი თანაშემწე, რომელსაც თვითონ არანაირი პოლიტიკური წონა არ აქვს. ყველა პროცესი წავიდა უკან ეკონომიკით დაწყებული, კრიმინალთან ბრძოლით და კორუფციით დამთავრებული“,- განაცხადა ბოკერიამ.
თავის მხრივ, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშილი ივანიშვილის დავალებით ვერ ბედავს ხმამაღლა განაცხადოს იმის თაობაზე, რას ჩადის რუსეთი არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონში და განსაკუთრებით, უკრაინაში.
„აბსოლუტური ტყულია, რომ ქვეყანაში არის კანონის უზენაესობა. ქვეყანაში მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა და ეს ძალიან კარგად იცის ყველა იმ ადამიანმა, რომელთაც ირაკლი ღარიბაშვილი დარბაზში მიმართავდა",-განაცხადა ჭიაბერაშვილმა.