არცერთი მტკივნეული და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხი უყურადღებოდ არ დარჩენილა

არცერთი მტკივნეული და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხი უყურადღებოდ არ დარჩენილა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ვიქტორ დოლიძე გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერის გამოსვლას წარმატებულად აფასებს და აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლაში  სწორი აქცენტები იყო დასმული.

დეპუტატის შეფასებით, პრემიერის პირველი გამოჩენა გაერო-ს უმაღლეს ტრიბუნაზეყველაზე მნიშვნელოვანი იყო.

„მანამდე, ირაკლი ღარიბაშვილს ჰქონია ნიუ-იორკშიც და ვაშინგტონშიც ვიზიტები და ორმხრივი შეხვედრები, მაგრამ ამ ასამბლეის ფარგლებში ეს იყო პირველი გამოჩენა, რომელიც იყო წარმატებული. მრავლისმომცველ გამოსვლაში მან ყურადღება გაამახვილა როგორც შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, ასევე საგარეო საფრთხეებზე, მათ შორის, დეოკუპაციაზე, რუსეთთან ურთიერთობებზე, განსაკუთრებით გაუსვა ხაზი უკრაინას. საერთო ჯამში, ვფიქრობ, სწორი აქცენტები გაკეთდა. პრაქტიკულად, ყველა საკითხი იქნა აღნიშნული და არც ერთი მტკივნეული და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხი - შიდა თუ საგარეო პოლიტიკური საკითხი არ ყოფილა, რომელსაც ან ზედაპირულად შეხებულიყო, ან საერთოდ, ყურადღების მიღმა დარჩენილიყო“, - განაცხადა დოლიძემ.