საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2015 წელს „აბრეშუმის გზის ფორუმის“ დაარსება გეგმავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2015 წელს „აბრეშუმის გზის ფორუმის“ დაარსება გეგმავს

„აბრეშუმის გზის რეგიონი იქცევა მნიშვნელოვან ძალად ვაჭრობის გაფართოების, ახალი ენერგორესურსების და ენერგომომარაგების ქსელების განვითარებისა და კულტურული თანამშრომლობის კუთხით“,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას.

პრემიერის თქმით, ახალი აბრეშუმის გზის სრული პოტენციალის ამოქმედებისათვის საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააორმაგოს ძალისხმევა ისეთ სამ საკვანძო სფეროში, როგორიცაა ვაჭრობა და ტრანსპორტი, ენერგეტიკა და ადამიანებს შორის კონტაქტები.

„ამ მიზნით, ვგეგმავ, 2015 წელს „აბრეშუმის გზის ფორუმის“ დაარსებას. ჩვენი ხედვით, ეს იქნება  ყველა იმ  სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციის ყოველწლიური მაღალი დონის შეხვედრები საქართველოში, რომლებიც დაინტერესებული არიან აბრეშუმის გზის მომავლით.ეს ფორუმი მიეძღვნება აბრეშუმის გზის გასწვრივ ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ადამიანთა შორის კონტაქტების სფეროებში თანამშრომლობის გაზრდის ახალი იდეების მოძიებას.ეს ფორუმი გადავა დისკუსიიდან საქმეზე.“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.