ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა, კიდევ უფრო დავუახლოვდეთ აშშ-სა და ევროპას

ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა, კიდევ უფრო დავუახლოვდეთ აშშ-სა და ევროპას

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყნის  ურყევი გადაწყვეტილება, კიდევ უფრო დაუახლოვდეს  აშშ-სა და ევროპას, თანხვდება ხელისუფლების მიზანს, განაგრძოს  დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესი.

„მზარდი ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაცია არის ჩვენი გზა ევროპული ქვეყნების ოჯახში დაბრუნებისაკენ, რომელთანაც ჩვენ გვაქვს საერთო ისტორია, კულტურა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, - საერთო ღირებულებები. ევროკავშირთან ჩვენი ასოცირების ხელშეკრულება და ნატოს გაწევრიანებისაკენ ჩვენი განუხრელი წინსვლა არის ამ ურთიერთობების საფუძველი და გვთავაზობს უფრო ფართო ჩართულობის გეგმას.

ევროკავშირთან ჩვენი ასოცირების ხელშეკრულება არის ევროპული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და საკანონმდებლო ნორმებისა და სტანდარტების ეტაპობრივი დანერგვის გენერალური გეგმა. ჩემი ქვეყანა დაადგა ფართომასშტაბიანი რეფორმების საპასუხისმგებლო გზას“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.