ნატო მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს ინტეგრაციას

ნატო მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს ინტეგრაციას

საქართველოს პრემიერ-მინსიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 69-ე პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ  ნატოს ისტორიული მნიშვნელობის სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი.

„ ჩვენი ხალხი კვლავაც ერთგულად ემსახურება ამ საბოლოო მიზანს. უელსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად, ნატო მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს ინტეგრაციას და უზრუნველყოფს თანამშრომლობის ახალ, რეალურ და ხელშესახებ ინიციატივებს, რომლებიც გაზრდის საქართველოს შესაძლებლობებს და, ზოგადად, უსაფრთხოებას“,- აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.