საქართველო გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიმდინარე სესიის ვიცე-თავმჯდომარეა. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, ქვეყანა ამ პოზიციას მომავალი ერთი წლის განმავლობაში დაიკავებს.
საქართველო, გენერალური ასამბლეის პრეზიდენტთან ერთად, მონაწილეობს ასამბლეის დღის წესრიგისა და საკითხების შემუშავებაში, გაერო-ში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი გაერო-ს პრეზიდუმში ადგილს იკავებს და ცალკეული სხდომების მიმდინარეობას უძღვება.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 69-ე სესიას, რომელზეც სიტყვით გამოვიდა პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გაეროში საქართველოს ელჩი კახა იმნაძე უძღვებოდა.