„ჩვენი განსაკუთრებული სატკივარია უკრაინაში მიმდინარე პროცესები“

„ჩვენი განსაკუთრებული სატკივარია უკრაინაში მიმდინარე პროცესები“

როგორც პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 69-ე პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, საქართველო მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს

„ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რათა დავეხმაროთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, რისთვისაც ვაწვდით ჰუმანიტარულ  და ტექნიკურ დახმარებას (მაგალითად, ვაგზავნით ექიმებსა და მედიკამენტებს), ვუცხადებთ მათ პოლიტიკურ მხარდაჭერას  და ვთავაზობთ  უსაფრთხო თავშესაფარს კონფლიქტით დაზარალებული ბავშვებისათვის. გარდა ამისა, ჩვენ ვეხმარებით უკრაინას რეფორმების გატარებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებაში.

ჩვენი განსაკუთრებული სატკივარია უკრაინაში მიმდინარე პროცესები. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და შეძლებისდაგვარად მხარში ვუდგავართ მოძმე უკრაინელ ხალხს. გამოვთქვამთ იმედს, რომ ბოლო ხანს მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებები საბოლოოდ წერტილს დაუსვამს სამხედრო მოქმედებებს და დაიწყება შეუქცევადი სამშვიდობო პროცესი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.