„საქართველო არასოდეს დათმობს თავის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“

„საქართველო არასოდეს დათმობს თავის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“

როგორც პრემიერმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 69-ე პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, საქართველო ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აფხაზ და ოს დებსა და ძმებთან შერიგების გზები მოიძიოს.

„ჩვენი მზადყოფნა, გვერდში დავუდგეთ ჩვენს მოკავშირეებს, არ არის ერთადერთი გზა, რომლითაც საქართველო, როგორც გლობალური უსაფრთხოების მიმწოდებელი ქვეყნა, ასრულებს თავის როლს. ჩვენ ასევე ვიყენებთ რაციონალურ მიდგომას რეგიონში დაძაბულობის შესუსტებისა და კონფლიქტების პრევენციისათვის.

ნება მომეცით, ცალსახად განვაცხადო, რომ საქართველო არასოდეს დათმობს თავის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ამავე დროს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოვიძიოთ ჩვენს აფხაზ და ოს დებსა და ძმებთან შერიგების გზები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.