„ჩვენ მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ მხარდაჭერის ძალების გამოსვლის შემდეგ დაგეგმილ მისიაში“

„ჩვენ მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ მხარდაჭერის ძალების გამოსვლის შემდეგ დაგეგმილ მისიაში“

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალებში ყველაზე დიდი წვლილის შემტანია.

ჩვენ მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ მხარდაჭერის ძალების გამოსვლის შემდეგ დაგეგმილ მისიაში. ამ ოპერაციის დაწყებისთანავე ჩვენი ქვედანაყოფები, სამედიცინო და სამხედრო პერსონალისა და ინსტრუქტორების ჩათვლით, მზად იქნებიან ჩაერთონ მოქმედებაში. გარდა ამისა, ჩვენ ვგეგმავთ ავღანეთში ინსტიტუციონალურ აღმშენებლობაში წვლილის შეტანას.

ჩვენ მხარში ვუდგავართ ჩვენს მოკავშირეებს ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის ყველა ფორმასთან ბრძოლაში, ყველგან, მთელ მსოფლიოში.

 ჩვენ ასევე ვამაყობთ, რომ წვლილი შეგვაქვს ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირის ძალისხმევაში, რომლის მიზანიცაა მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცება. ამ კონტექსტში, როგორც სიდიდით მეორე მონაწილე, ქართული ბატალიონი და ქვეითი ქვედანაყოფი უკვე ჩაერთო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ოპერაციაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 69-ე პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.