„ვდებთ პირობას, რომ გავუზიარებთ გამოცდილებას სხვა სახელმწიფოებს, რომლებიც გადიან მსგავს ტრანზიციას“

„ვდებთ პირობას, რომ გავუზიარებთ გამოცდილებას სხვა სახელმწიფოებს, რომლებიც გადიან მსგავს ტრანზიციას“

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიაჩნია, რომ საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაცია შეიძლება იყოს მაგალითი რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის.

„ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავებასთან ერთად, ჩვენი ეკონომიკა სულ უფრო ღია და გლობალიზებული ხდება. ჩვენ ვახორციელებთ მნიშვნელოვან ინვესტიციებს და ვატარებთ რეფორმებს, რათა გზა გავუხსნათ საქართველოს ეკონომიკისა და ქართველი ხალხის სრულ პოტენციალს. დაწყებული საყოველთაო ჯანდაცვით და დამთავრებული ინვესტიციებით ეკოლოგიურად სუფთა ენერგიაში, საქართველო იქცევა 21-ე საუკუნის ეკონომიკის მქონე ქვეყანად, რომელსაც სარგებელი მოაქვს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.

ამ რეფორმების პარალელურად, ჩვენ მიზნად ვისახავთ გაეროს 2015 წლის შემდგომი პერიოდის განვითარების დღის წესრიგის შესრულებას. ჩვენ გავხდით ლიდერები მდგრადი განვითარების კუთხით, რამდენადაც ძალიან სერიოზულად ვეკიდებით რიო+20-ის შედეგებს. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისათვის საერთაშორისო საზოგადოებასთან, რათა დადგინდეს ინკლუზიური და ადამიანებზე ორიენტირებული 2015 წლის შემდგომი განვითარების დღის წესრიგი.

ეს დღის წესრიგი დაეთმობა ეკონომიკური სტაბილურობის, მდგრადი ეკონომიკური ზრდის, სოციალური თანასწორობისა და გარემოს დაცვის მხარდაჭერის საჭიროებას. ამავე დროს, ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი გენდერული თანასწორობის, ქალთა გაძლიერებისა და საქართველოს ყველა მოქალაქისათვის დასაქმების თანასწორი უფლებების გაფართოება.

ხვალინდელი დღე მომავალ თაობებს ეკუთვნის. ასე რომ, ჩვენი ბავშვების დაცვა და განვითარება მათი სრული პოტენციალის წარმოსაჩენად უნდა დაეფუძნოს უფრო მძლავრ ინვესტიციებს მათ განათლებაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 69-ე პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.