„ჩვენ შევასრულებთ აღებულ ვალდებულებებს“

„ჩვენ შევასრულებთ აღებულ ვალდებულებებს“

როგორც პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 69-ე პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, საქართველო ფართომასშტაბიანი რეფორმების საპასუხისმგებლო გზას დაადგა.

„ჩვენი ურყევი გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ აშშ-სა და ევროპას, თანხვდება ჩვენს მიზანს, გავაგრძელოთ დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესი.

აშშ არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირე. ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის მმართველობის ყველა დონეზე დღეს უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე.

მზარდი ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაცია არის ჩვენი გზა ევროპული ქვეყნების ოჯახში დაბრუნებისაკენ, რომელთანაც ჩვენ გვაქვს საერთო ისტორია, კულტურა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, - საერთო ღირებულებები. ევროკავშირთან ჩვენი ასოცირების ხელშეკრულება და ნატო-ს გაწევრიანებისაკენ ჩვენი განუხრელი წინსვლა არის ამ ურთიერთობების საფუძველი და გვთავაზობს უფრო ფართო ჩართულობის გეგმას.

როგორც გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა აღნიშნა ამ ტრიბუნიდან, „არ არსებობს განვითარება უსაფრთხოების გარეშე და არ არსებობს უსაფრთხოება განვითარების გარეშე“.

ევროკავშირთან ჩვენი ასოცირების ხელშეკრულება არის ევროპული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და საკანონმდებლო ნორმებისა და სტანდარტების ეტაპობრივი დანერგვის გენერალური გეგმა. ჩემი ქვეყანა დაადგა ფართომასშტაბიანი რეფორმების საპასუხისმგებლო გზას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.