„ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ხელი შევუწყოთ მართლაც ძლიერ, დამოუკიდებელ და ხარისხიან მედიას“

„ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ხელი შევუწყოთ მართლაც ძლიერ, დამოუკიდებელ და ხარისხიან მედიას“

როგორც პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 69-ე პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, სამოქალაქო საზოგადოების მსგავსად, მედიაც არსებითია ძლიერი დემოკრატიისთვის.

„შეიძლება მე ყოველთვის არ ვეთანხმებოდე იმას, რასაც მედიასაშუალებები ამბობენ და წერენ, მაგრამ მე ყოველთვის ვიბრძოლებ, რომ მათ ჰქონდეთ თავისუფალი სიტყვის უფლება.

ეს რეფორმები სარგებელს მოუტანს ჩემი ქვეყნის ყველა მოქალაქეს. ჩვენი მიზანია, გავაერთიანოთ ჩვენი საზოგადოება კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის მეშვეობით“, - აღნიშნა პრემიერმა.