ფურცელაძის ქუჩაზე მშენებარე სასტუმროს ხარაჩოები ჩამოიშალა

ფურცელაძის ქუჩაზე მშენებარე სასტუმროს ხარაჩოები ჩამოიშალა

ფურცელაძის ქუჩაზე #6-ში მშენებარე სასტუმროს ხარაჩოები ჩამოიშალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიის საგანგებო და გადაუდებელ სიტუაციათა სააგენტოდან აცნობეს, სასტუმრო კინოთეატრ "რუსთაველის" უკან მდებარე ტერიტორიაზე შენდება. 

სააგენტოში აცხადებენ, რომ მათთან შევიდა შეტყობინება მშენებარე სასტუმროს მე-4 სართულის ხარაჩოების ჩამონგრევის შესახებ. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სააგენტოს სამაშველო და სახანძრო ბრიგადა იმყოფებოდა. სააგენტოში ვარაუდობენ, რომ ხარაჩოები შესაძლოა ბეტონის ჩასხმის შემდეგ სიმძიმის შედეგად ჩამოიშალა.