კალაძე და ღარიბაშვილი ზვიად ჯანყარაშვილთან დაკავშირებით განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებენ

კალაძე და ღარიბაშვილი ზვიად ჯანყარაშვილთან დაკავშირებით განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებენ

ვიცე-პრემიერისა და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის განცხადებით, კოალიცია ერთიანი გუნდია და არავითარ დაპირისპირებას ადგილი არ აქვს.

კახა კალაძემ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივნად შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის ზვიად ჯანყარაშვილის დანიშვნაზეც გააკეთა კომენტარი.

„გუნდში დაპირისპირებას გამოვრიცხავ. ძალიან კარგად მესმის, რომ გარკვეულ ძალებს  მმართველ გუნდში დაპირისპირებების არსებობა აწყობთ, მაგრამ მათდა სამწუხაროდ, ეს ასე არაა. ჩვენ ერთიანი გუნდი ვართ, კოალიციაში ერთობაა და დაპირისპირებაზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება, იმ გაჭირვებაზე, ტკივილზე, რაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას აწუხებს. რაც შეეხება ზვიად ჯანყარაშვილის დანიშვნას, ამასთან დაკავშირებით პარტიის თავმჯდომარესთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად განცხადებას უახლოეს მომავალში გავაკეთებთ და საზოგადოებისთვის ყველაფერი ცნობილი იქნება“, - განაცხადა კალაძემ.