მოსამართლეობის საკვალიფიკაციო წერით გამოცდაზე გასვლის უფლება 89 პირმა მოიპოვა

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო წერით გამოცდაზე გასვლის უფლება 89 პირმა მოიპოვა

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო წერით გამოცდაზე გასვლის უფლება 89 პირმა მოიპოვა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე (წერით) ეტაპს 27 სექტემბერს ჩაატარებს.

გამოცდაზე რეგისტრაცია 09:00 საათზე, ხოლო უშუალოდ წერითი გამოცდა 10:00 საათზე დაიწყება. გამოცდის ხანგრძლივობა ექვსი საათია.

"წერითი გამოცდა ტარდება ელექტრონული პროგრამის საშუალებით ან წერილობითი ფორმით. სასურველი ფორმის თაობაზე კონკრეტული გამოსაცდელი წინასწარ ახდენს საორგანიზაციო კომისიის ინფორმირებას. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყო USAID-ის მიერ დაფინანსებულმა-მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების (JILEP) პროექტმა", - აცხადებენ უწყებაში. მოსამართლეების საკვალიფიკაციო გამოცდა ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსის საგამოცდო ცენტრში ჩატარდება.