უკრაინის კრიზისი Wake up call იყო, მაგრამ რატომ გეძინათ 20 წელიწადზე მეტი

უკრაინის კრიზისი Wake up call იყო, მაგრამ რატომ გეძინათ 20 წელიწადზე მეტი

უკრაინის კრიზისი Wake up call იყო, მაგრამ რატომ გეძინათ 20 წელიწადზე მეტი აზერბაიჯანის პარლამენტის წევრი ასიმ მოლაზადე კონფლიქტებთან მიმართებაში დასავლეთის უმოქმედობაზე საუბრობს.

როგორც მოლაზადემ დღეს, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე - "ტერიტორიული ოკუპაციის სამართლებრივი საკითხები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში" განაცხადა, ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანა, რომელიც კონფლიქტის შედეგად დაზარალდა, გაერო-ს წევრია; არსებობს გაერო-ს უშიშროების საბჭოს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპარლამენტის რეზოლუციები ოკუპაციის შესახებ, მაგრამ როგორც ჩანს, ეს დოკუმენტები ცარიელი ფურცლებია.

"ჩემი ევროპელი კოლეგები და მეგობრები ამბობენ, რომ უკრაინის კრიზისი მათთვის ერთგვარი "Wake up call იყო" - კი ბატონო, მაგრამ რატომ გეძინათ 20 წელიწადზე მეტი, როცა აზერბაიჯანის 20% ოკუპირებულია, საქართველოს 20% ოკუპირებულია, მოლდოვას 20% ოკუპირებულია?! და თქვენ გაიღვიძეთ, როდესაც ოკუპაცია ყირიმამდე მოვიდა. ეს 20% საფასური აღმოჩნდა ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, ვინაიდან როგორც კი დავიწყეთ დამოუკიდებლობისთვის ბროძლა, დაუყოვნებლივ შეგვექმნა ეს პრობლემები. სხვა საკითხია, რომ სომხეთმა დაკარგა 100% თავისი თავისუფლების", - განაცხადა მოლაზადემ.

მისივე თქმით, აზერბაიჯანმა, საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ უნდა გააერთიანონ ძალისხმევა რუსეთის მიერ მათი ტერიტორიების ოკუპაციის წინააღმდეგ.

კონფერენციაზე, ასევე, სიტყვით გამოვიდა უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე ანტონ იანჩუკი. მან აღნიშნა, რომ უკრაინას ახლა თავის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი უდგას და მისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს, აზერბაიჯანისა და მოლდოვას გამოცდილების გაზიარება, რომელთაც უკრაინაზე ადრე შეექმნათ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა.

"ჩვენ ვართ ორმხივი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მოწმე – ერთი ყირიმის ანექსია და მეორე, გამოუცხადებელი ომი უკრაინის აღმოსავლეთში", - განაცხადა იანჩუკმა და დასძინა, რომ უკრაინას 80 მილიონი გრივნა დობნბასში სამხედრო ძალების შენარჩუნება უჯდება.