პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 13 წლის ლუკა გოდიშვილს სურვილი აუსრულა. პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ხელოვნების სკოლის მოსწავლეს , დღეს, ირაკლი ღარიბაშვილის სახელით, საჩუქრად ფანდური და პერსონალური კომპიუტერი გადასცეს, რომელიც მრავალშვილიანი ოჯახის ყველაზე უმცროსმა წევრმა პრემიერისგან ითხოვა.
ლუკა გოდიშვილი, რამდენიმე თვის წინ დედასთან ერთად კრწანისის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის სამძიმარზე მივიდა. ლუკა გოდიშვილმა პრემიერთან გასაუბრება და საკუთარი სურვილების გაზიარება ვერ მოახერხა, თუმცა მის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილისთვის "პალიტრა ტვ"-ის სიუჟეტით გახდა ცნობილი. 13 წლის ლუკას დღეს პრემიერ-მინისტრისგან საჩუქრად ფანდური, კომპიუტერი, ფეხბურთის ბურთი და სპორტული სამოსი გადაეცა.