როგორც თბილისის მერი აცხადებს, პროექტებთან დაკავშირებით ის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას არ იღებს.
მისი თქმით, პროექტებს მერიასთან არსებული საბჭო განიხილავს, რომელმაც პროექტის ავტორებს მისი შეცვლა სთხოვა.
“მე მინდა სწორი განმარტებები გავაკეთო ამ პროექტთან დაკავშირებით. პროექტი იყო შემოტანილი თბილისის მერიასთან არსებულ საბჭოზე, მოხდა მისი განხილვა, საბჭომ ეს პროექტი განიხილა და მისცა რეკომენდაციები ავტორებს რომ მოხდეს პროექტის შეცვლა ისე, რომ ის უბანში არქიტექტორული თვალსაზრისით იყოს შესაბამისობაში მოყვანილი და შესაბამისად დამატებით მას შემდეგ რაც წარმოდგენილი იქნება ტრასფორმირებული პროექტი საბჭო გააგრძელებს განხილვას. მერი პროექტების განხილვაზე ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს არ იღებს, გადაწყვეტილებას იღებს საბჭო და საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინების შემდგომ დავუბრუნდებით ჩვენ ამ პროექტის განხილვას”,-განაცხადა ნარმანიამ.
საუბარია აბანოთუბანში, მირზა შაფის ქუჩაზე დაგეგმილ მშენებლობას. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიას მტკიცებით, პროექტი, რომლის განხორციელებასაც ხელისუფლება აპირებს, ძველი თბილისის იერსახეს არ შეესაბამება. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის შესახებ გადაწყვეტილება მერიამ და კულტურის სამინისტრომ ფარულად მიიღეს.