მელისა გრეის ახალი ალბომი

მელისა გრეის ახალი ალბომი


ამერიკული მუსიკალური მას-მედიის ინფორმაციით, სოულის ცნობილმა შემსრულებელმა მელისა გრეიმ რამდენიმე დღის წინ ახალ ალბომზე მუშაობა დაასრულა.

ამ ნამუშევრის სახელწოდებაა “Covered”. მასში წარმოდგენილია ცნობილი მუსიკოს-შემსრულებლებისა და ჯგუფების პოპულარული კომპოზიციების ქოუვერ ვერსიები.

“Covered” მელისა გრეის რიგით მეექვსე სტუდიური ჩანაწერია. ის გაყიდვაში 2012 წლის მარტში გამოვა.Mმუსიკოსის წინა ალბომმა “The Selleount”-მა დღის სინათლე 2010 წელს იხილა.

ალბომში “Covered” განთავსებულია შემდეგი კომპოზიციები.. ჯგუფი Mettalica-ს “Nothing Else Matters”, Eurythmics-ის “Here Comes The Rain Again”, Radiohead-ის “Creep”, Arcade Fires-ს “Wake Up” და სხვები.

საინტერესოა რომ მომღერალმა ამ დღეებში დაასრულა საშობაო სინგლის ჩაწერა. მისი სახელწოდებაა “What I Want For Christmas”. სოულის თაყვანისმცემლები მას ორი დღის შემდეგ, 25 დეკემბერს მიიღებენ.