"თალიბებმა" 12 მშვიდობიან მოქალაქეს თავი მოკვეთეს

ავღანეთის აღმოსავლეთით, ღაზნის პროვინციაში "თალიბებმა" 12 მშვიდობიან მოქალაქეს თავი მოკვეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ასოშიეითიდ პრესი" ავრცელებს.

პროვინციის პოლიციის წარმომადგენლის ასადულა ენსაფის განცხადებით, კვირის განმავლობაში "თალიბებმა" არჯისტანის რაიონში რამდენიმე სოფელზე განახორციელეს თავდასხმა.

უცხოური მედიის ცნობით, "თალიბების" თავდასხმებს 80 ადამიანი ემსხვერპლა. ტერორისტებმა ასევე გადაწყვეს 60-მდე სახლი.