გივი თარგამაძე

გივი თარგამაძე "ლექსო გალელის" და "ლუტია ქუთაისელის" საქართველოში შემოსვლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გივი თარგამაძე კრიმინალური ავტორიტეტის უცხოეთიდან საქართველოში დეპორტაციისა და საქართველოდან მისი სხვა ქვეყანაში გადასვლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე თარგამაზემ განაცხადა, "ამჯერად მინსკიდან ლექსო ლოგუას დეპორტაცია განხორციელდა, რომელიც ამის შემდეგ თურქეთში აღმოაჩინეს".

"დღეს კიდევ ერთხელ გვინდა მივუბრუნდეთ საქართველოში კრიმინალური ავტორიტეტების გავლენის დაბრუნების შემაშფოთებელი ტენდენციას. ჩვენ უკვე გაცნობეთ კრიმინალური ავტორიტეტის რომან ბარბაქაძის (მეტსახელად რემენა), მინდია გორაძის (მეტსახელად ლავას-ოღლი), ფრიდონ ბარკალაიას (მეტსახელად ცანციკა, ამჟამადაც იმყოფება საქართველოში), რამაზ ციკორიძის, გია გიორგაძის, ჯემალ მამოიანის, პოლიკარპე ჯანელიძის, გელა ქარდავას, გიზო ქარდავასა და გიორგი ჯანელიძის საქართველოში უპრობლემოდ შემოსვლისა და ქვეყნის დატოვების ამბავი.

დღეს გვინდა გაცნობოთ კიდევ რამოდენიმე ანალოგიური შემთხვევა. ჩვენთ ხელთ არსებული ინფორმაციით, კრიმინალური ავტორიტეტი ლექსო InterPressNews.Geზურაბის-ძე ლოგუა (19.12.1979, მეტსახელად ლექსო გალელი) 2014 წლის 12 ივნისს დააკავეს ქ. მინსკში და გაუკეთეს დეპორტაცია საქართველოში.

დეპორტაციის შემდეგ ლექსო ლოგუა, რომელიც ქურდად გელა ქარდავამ "აკურთხა", აგვისტოს თვეში საქართველოს საპატიმროს ნაცვლად აღმოჩნდა თურქეთში გამართულ კრიმინალური ავტორიტეტების შეკრებაზე, სადაც სენაკში მშვიდად მაცხოვრებელი კანონიერი ქურდი ცანციკას სიძე მახარე გვარამია (მაცე) ესწრებოდა. აღსანიშნავია, რომ ლექსო გალელი 2012 წლის შემდეგ მეორედ შემოვიდა საქართველოში და მეორედ აღმოჩნდა საპატიმროს ნაცვლად თურქეთში (პირველად ეს 2013 წლის 13-14 აგვისტოს მოხდა).

როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ასეთი მოვლენები შეუძლებელი იქნებოდა დღევანდელი მთავრობის ღია, თუ ფარული დახმარებისა და მფარველობის გარეშე", - განაცხადა თარგამაძემ.

გარდა ამისა, "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, კიდევ ერთი კრიმინალური ავტორიტეტი ავთანდილ ამირანის-ძე ლუტიძე (მეტსახელად ლუტია ქუთაისელი) 2014 წლის 5 სექტებრს, 22:36 საათზე, სარფის საბაჟოს გავლით საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა და 6 სექტემბერს, 21:29 საათზე ქვეყანა წითელი ხიდის გავლით დატოვა და აზერბაიჯანში გადავიდა.

InterPressNews.Ge"ავთანდილ ლუტიძე გახლავთ ლავას-ოღლის კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთი გავლენიანი პირი. ჩვენი ინფორმაციით, მას სარფში დახვდა და წითელ ხიდამდე მიაცილა საქართველოს შსს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (სუს) ხელმძღვანელი მალხაზ ჩიკვილაძე. მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების ასეთი თანამშრომლობა საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოებას", - განაცხადა გივი თარგამაძემ.