„ესტაკადის მშენებლობა „პანორამა თბილისთან“ არანაირ კავშირში არ არის“

„ესტაკადის მშენებლობა „პანორამა თბილისთან“ არანაირ კავშირში არ არის“

როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, აღნიშნული ინფორმაცია, თითქოს ესტაკადის მშენებლობა „პანორამა თბილისის“ პროექტს უკავშირდება, დეზინფორმაციაა.

ამასთან, როგორც ნარმანია აცხადებს, ესტაკადის მშენებლობა ტურისტებს პრობლემებს არ შეუქმნის ისტორიული მემკვიდრეობის დათვალიერების თვალსაზრისით.

„ეს ესტაკადა გაკეთდება ისეთი ფორმით, რომ ეს ადგილი იქნება ადვილად მიდგომადი. ტურისტებს დისკომფორტი არ შეექმნებათ, რომ მოინახულონ ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლი. ქუჩაზე არსებული ორზოლიანი მოძრაობა დარჩება და დამატებით ორზოლიანი გზა გაკეთდება. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ეს გზა „პანორამა თბილისთან“ არანაირ კავშირში არ არის და ეს დეზინფორმაციაა“, - განაცხადა ნარმანიამ.