უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით რასმუსენი ალიანსის შტაბბინას დატოვებს, იქამდე კი თანამშრომლებს დაემშვიდობება და ნატო-ს ოპერაციებში დაღუპულთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
დანიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნატო-ს მე-12 გენერალური მდივანი იყო, იგი თანამდებობას 2009 წლის 1 აგვისტოდან იკავებდა.
რასმუსენს ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იენს სტოლტენბერგი შეცვლის.