რუსეთი მზად არის "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში თანადგომისთვის. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა , სერგეი ლავროვმა ერაყის პრემიერ-მინისტრ, ჰაიდარ აბადისთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთი მხარდაჭერას უცხადებს ერაყის დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
"შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ რუსული მხარე მზად არის თანადგომა გაუწიოს ერაყის ხელისუფლებას ტერორისტული საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლას, პირველ რიგში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აგვისტოდან მოყოლებული აშშ-მ 200-ზე მეტი ავიაშეტევა განახორციელა ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ, ორშაბათიდან მოყოლებული კი აშშ-მ და მისმა მოკავშირე არაბულმა სახელმწიფოებმა სირიაში დაიწყეს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ავიაშეტევები.