„ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილის გუნდი ქვეყანაში დესტაბილიზაციას ვეღარ შეძლებს. მისი თქმით, ექსპრეზიდენტი იმ გუნდს კრავს, „რომელსაც საპანაშვიდედ აქვს საქმე".
„სააკაშვილი და მისი ბანდა, ამ ვითომდა, რევოლუციური მზადებით, გარკვეულწილად, თავს იცავენ! ამ ხმების გავრცელებით, ისინი აშინებენ მოსამართლეებსა თუ ძალოვნებს - ფრთხილად იყავით, თორემ ჩვენ ისევ დავბრუნდებით ხელისუფლებაშიო! გარდა ამისა, ამ ხმების დაყრით, სააკაშვილი ცდილობს, შეკრას გუნდი, რომელსაც უკვე საპანაშვიდედ აქვს საქმე!
თუ ქვეყანაში დესტაბილიზაცია დაიწყება, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება დაკარგავს კონტროლს ვითარებაზე და ძალაუფლების განხორციელებას მასა დაიწყებს! ეს კი იმით დასრულდება, რომ ხალხი ანგარიშსწორებას დაუწყებს თავის მწამებელ და მჩაგვრელ ნაცებს! ამდენად, რევოლუცია და დესტაბილიზაცია ნაცების ფიზიკურ განადგურებას ნიშნავს!"- აცხადებს ბაღათურია გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში.