რიგით 69-ე ასამბლეაზე ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლამდე რამდენიმე საათი რჩება.
მოხსენებისას პრემიერი ღარიბაშვილი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებასა და განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილებს ყურადღებას.
სიტყვით გამოსვლისას პრემიერი ასევე საქართველოს საგარეო პოლიტიკასა და ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრებს.
პრემიერ-მინისტრის გაერო-ს გენერალურ ასამლეაზე სიტყვით გამოსვლა აშშ-ის დროით 18:00 საათზე დაიწყება.