ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და კომპანიის ხელმძღვანელობის შეხვედრაზე გახდა ცნობილი.
ირაკლი ღარიბაშვილს კომპანიის პირველმა პირებმა წარუდგინეს პრეზენტაცია იმ კონსორციუმის შესახებ, რომელიც სპეციალურად, ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილეობის მისაღებად შეიქმნა.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ „აბრეშუმის გზის“ აღორძინების პროექტის გათვალისწინებით ანაკლიის პორტის მნიშვნელობა იზრდება.
AECOM პროექტზე ინტერესს ოფიციალურად უახლოეს მომავალში გამოხატავს.