აჭარასა და გურიაში სტიქიით მიყენებულ ზიანს მოსახლეობას სახელმწიფო აუნაზღაურებს

აჭარასა და გურიაში სტიქიით მიყენებულ ზიანს მოსახლეობას სახელმწიფო აუნაზღაურებს

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, შესაბამისი სახსრები ბიუჯეტიდან ზარალის დათვლის შემდეგ გამოიყოფა.

მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ მისი დავალებით შექმნილი საგანგებო შტაბი სტიქიის ზონაში 24 საათის განმავლობაში მუშაობს და ინფორმაციას არსებული ვითარების შესახებ მუდმივად აწვდის.

„შტაბის მუშაობაში ჩართული არიან მინისტრები და ადგილზე აკვირდებიან მოვლენებს. ზარალი, რომელიც უკვე მიადგათ აჭარის და გურიის მცხოვრებლებს, დაითვლება და ჩვენ გამოვნახავთ შესაბამის სახსრებს ბიუჯეტში მისი კომპენსირებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.