ირაკლი ღარიბაშვილი Foreign Policy-ში გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა

ირაკლი ღარიბაშვილი Foreign Policy-ში გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოში არავითარი ტრენინგ-ცენტრის შექმნა არ იგეგმება და საქართველოს მონაწილეობა კოალიციაში მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარებით შემოიფარგლება.

„საქართველოს მონაწილეობა კოალიციაში იქნება სიმბოლური. უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე შევთანხმდით, რომ საქართველოს კონტრიბუცია ამ კოალიციაში იქნება მხოლოდ ჰუმანიტარული. არავითარი სამხედრო დახმარება არ იგეგმება, არც ერთი სამხედრო არ იქნება წარმოდგენილი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.