"საქართველო ღირსეულად არის წარმოდგენილი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე"

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ ნაყოფიერი შეხვედრები გამართა.

„საქართველო ღირსეულად არის წარმოდგენილი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე. მე ხვალ მექნება ასამბლეის 69-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლა და შევეხები ჩვენთვის საინტერესო ყველა საკითხს. ვიზიტის ფარგლებში მე მქონდა ასევე შეხვედრები ქუვეითის პრემიერთან, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ევროპელ ლიდერებთან, ასევე, საშუალება მქონდა, გავსაუბრებოდი აშშ-ის პრეზიდენტს. მიღების ფარგლებში ვისაუბრეთ ორი ქვეყნის ურთიერთობებზე. ჩვენ ძალიან ბევრი საინტერესო საკითხი გველოდება წინ“, - განაცხადა პრემიერმა.