პრემიერ-მინისტრი საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილისა და პრინც საუდ ალ ფაისალის შეხვედრა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების საკითხები განიხილეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს მხარდაჭერისთვის და კმაყოფილებით აღნიშნა, რომ საუდის არაბეთმა მხარი დაუჭირა გაერო-ს რეზოლუციას იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების შესახებ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. აღნიშნა, რომ საქართველოს გააჩნია მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობა და გეოპოლიტიკური ფუნქციები. გამოითქვა მზაობა, რომ საუდის არაბეთის მხრიდან უფრო აქტიურად იყოს გამოყენებული  საქართველოს ეს პოტენციალი.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს საუდის არაბეთში საქართველოს საელჩო გახსნა და როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საუდის არაბეთი მზადაა, მსგავსი საპასუხო ნაბიჯი გადადგას.