სფფ-ის სამსაჯო განყოფილება სრული შემადგენლობით გადადგა

სფფ-ის სამსაჯო განყოფილება სრული შემადგენლობით გადადგა

როგორც ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაშია ნათქვამი, სამსაჯო განყოფილების სრულმა შემადგენლობამ ფედერაციის პრეზიდენტს თანამდებობებიდან გათავისუფლების თხოვნით დღეს საღამოს მიმართა.

სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანელისა და მისი მოადგილეების გადაწყვეტილება გარიგებულ თამაშებთან დაკავშირებულ სკანდალს და აღნიშნულ საქმეზე გუშინ 8 მსაჯის დაკავებას უკავშირდება.

ზვიად სიჭინავამ სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანელისა და მისი მოადგილეების განცხადებები უკვე დააკმაყოფილა. სფფ-ის სამსაჯო განყოფილებაში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით ფედერაცია ინფორმაციას უახლოეს დღეებში გაავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ სამსაჯო კომიტეტის გადაწყვეტილებით, დაკავებულ მსაჯებს კონტრაქტები შეუწყდათ და სამუდამო დისკვალიფიკაცია მიესაჯათ. ერთ-ერთი ბრალდებული კი ფიფა-ს არბიტრთა სიიდანაც გაირიცხა.