ირაკლი ღარიბაშვილი ქუვეითის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ქუვეითის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოსა და ქუვეითის პრემიერ-მინისტრები უახლოეს მომავალში ორი ქვეყნის ერთობლივი ეკონომიკური ფორუმის ჩატარებაზე შეთანხმდნენ.

ირაკლი ღარიბაშვილისა და ჯაბერ ალ მუბარაქ ალ ჰამად ალ საბაჰის შეხვედრა ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრის ძირითადი თემები იყო ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება, საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის გამოყენება და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება.

მხარეები შეთანხმდნენ, ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის კონკრეტულ ასპექტებზე დეტალურად ორმხრივ ეკონომიკურ ფორუმზე იმსჯელებენ, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება.