სასამართლომ ექსპერტი ლევან ჩაჩუა წინასწარ პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ ექსპერტი ლევან ჩაჩუა წინასწარ პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე ნინო სანდოძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების გაუქმების ან შეცვლის შესახებ არ დააკმაყოფილა.

დაცვის მხარე წინასწარი პატიმრობის გაუქმების ან შეცვლის მოტივად ლევან ჩაჩუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა, ასევე ის, რომ საქმეზე ყველა მოწმე დაკითხულია და თავისუფლებაში ყოფნით ლევან ჩაჩუა ხელს ვერ შეუშლიდა გამოძიებას.

პროკურატურა არ დაეთანხმა დაცვის მხარის შუამდგომლობას. ბრალდების მხარის განცხადებით, არსებობს საფუძველი იმისა, რომ ლევან ჩაჩუა მოწმეებზე ზემოქმედებას მოახდენს.

შეგახსენებთ, რომ ექსპერტ ლევან ჩაჩუას ბრალი სსკ 342-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს. მისი საქმე ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი.