საინფორმაციო გამოშვება “BBC News”-ის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში მომღერალი დევიდ ბოუის დღემდე უცნობი ვიდეოჩანაწერი აღმოაჩინეს.
1973 წლის 4 იანვარს მუსიკოსი ტელეარხი “ბი-ბი-სი”-ს ტელეშოუ “Top of the Pop”-ში იყო მიწვეული. ამ გადაცემის დროს მომღერალმა ჯგუფ “The Spider from Mars”-თან ერთად კომპოზიცია “The Jean Genie” შეასრულა. რასაკვირველია ეს გამოსვლა ვიდეოკასეტაზე ჩაიწერა.
იმ პერიოდში “ბი-ბი-სი” გარკვეულ ფინანსურ გაჭირვებას განიცდიდა. ამ მიზეზის გამო ერთი და იგივე ვიდეოკასეტას რამდენჯერმე იყენებდნენ.
დიდი ხნის განმავლობაში მიაჩნდათ, რომ დევიდ ბოუის იმ გამოსვლის ჩანაწერი აღარ არსებობდა.
რამდენიმე დღის წინ ეს რარიტეტული ვიდეოკასეტა სრულიად შემთხვევით ტელეარხის ყოფილ ოპერატორ ჯონ ჰენსელს აღმოაჩნდა.
დევიდ ბოუის შემოქმედების თაყვანისმცემლებმა ეს იშვიათი ჩანაწერი გუშინ იხილეს. ის ტელეეთერში “ბი-ბი-სი 2”-ის წინასაშობაო გადაცემაში "TOTP” გავიდა.