50 Cent დუეტს ჩაწერს

50 Cent დუეტს ჩაწერს

ამერიკული მუსიკალური მას-მედიის ცნობით, პოპულარული რეპერი 50 Cent უახლოეს მომავალში სოულის შემსრულებელ ჩაკა ხანთან ერთად ერთობლივ კომპოზიციას ჩაწერს.

 

რამდენიმე დღის წინ მუსიკოსი ტელეარ VH-1-ის გალა კონცერტზე იმყოფებოდა. ამ ღონისძიებაზე ჩაკა ხანმა ერთი კომპოზიცია შეასრულა.

 

როდესაც სცენაზე 50 Cent გამოჩნდა, დარბაზში მყოფ საზოგადოებას ამ გადაწყვეტილების შესახებ ამცნო.

 

“ჩაკა ხანი შესანიშნავი მუსიკოსია. ერთობლივი დუეტის ჩაწერა დიდი ხნის განმავლობაში გვსურდა. მოუცლელობის გამო ამ იდეის განხორციელებას მხოლოდ ამ დღეებში შევუდექით. ჩაკა ხანთან მუშაობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. დარწმუნებული გახლავართ, რომ ეს კომპოზიცია 2012 წელს განსაკუთრებით პოპულარული გახდება.” – განაცხადა რეპერმა.

 

ჯერჯერობით უცნობია ახალი კომპოზიციის სახელწოდება. ცნობილი არ არის მისი გამოშვების თარიღიც.