გუშინ ამერიკულმა გამოცემამ “Billboard” წინა კვირის მუსიკალური კომპოზიციების მორიგი ჰიტ-პარადი გამოაქვეყნა. პირველ ადგილზე მომღერალი რიანას “We Found Love” აღმოჩნდა.
მეორე საფეხური LMFAO-ს კომპოზიციამ “Sexy And I Know It” დაიკავა, მესამე ადგილზე კი ბრუნო მარსის “It Will Rain” გავიდა.
“Billboard”-მა დაასახელა 2011 წლის ყველაზე პოპულარული კომპოზიციების ჩამონათვალიც. ამ სიის ერთპიროვნული ლიდერი რიანას “We Found Love” გახდა. ეს სიმღერა აშშ-ის ჩართების სათავეში წლის განმავლობაში რვაჯერ მოექცა.
მეორე ადგილი ადელის “Rolling in the Deep”-მა დაიკავა. ეს კომპოზიცია ადგილობრივი ჰიტ-პარადების პირველ საფეხურზე შვიდჯერ იმყოფებოდა.
ექვსი კვირის განმავლობაში პირველობას არავის უთმობდნენ ლედი გაგას “Born This Way” და LMFAO-ს “Party Rock Anthen”.
აშშ-ის მუსიკალური კომპოზიციების კვირის ჩართების სათავეში ხუთ-ხუთჯერ იმყოფებოდნენ ადელის “Someone Like You” და ქეთი პერის “E.T”.