“Pollstar Awards – 2012”-ის ნომინანტები ცნობილია

“Pollstar Awards – 2012”-ის ნომინანტები ცნობილია

მომავალი წლის 3 თებერვალს ქალაქ ლოს-ანჯელესში გაიმართება მუსიკალურ სამყაროში პრესტიჟული “Pollstar Awards – 2012”-ის ნომინანტების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი. გამარჯვებულები 30 სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდება.

 

გუშინ ცნობილი გახდა იმ მუსიკოს-შემსრულებელთა ვინაობა, რომლებიც 3 თებერვალს წარმატებისათვის იბრძოლებენ.

 

ნომინაციაში “წლის საუკეთესო კონცერტი” წარმოდგენილები იქნებიან ლედი გაგა, როჯერ უოტერსი, Bon Jovi, შადე, U2, ტეილორ სვიფტი და ჯეისონ ოლდინი.

 

“წლის საუკეთესო სადებიუტო კონცერტის” ნომინაციაში გამარჯვებისათვის იბრძოლებენ ადელი, ბრუნო მარსი, Bon Iver, The Black Keys და Foster The People.

 

“კონცერტის დროს საუკეთესო სპეცეფექტის” ნომინაციაში ვიხილავთ ცნობილ გერმანულ ჯგუფს “Rammstein”. მისი მეტოქეები იქნებიან ლედი გაგა, როჯერ უოტერსი, ქეთი პერი, შადე და U2.