“Forbes”-მა პერსპექტიული მუსიკოსები დაასახელა

“Forbes”-მა პერსპექტიული მუსიკოსები დაასახელა

ორი დღის წინ გამოცემამ “Forbes”, 30 წლამდე ასაკის პერსპექტიულ მუსიკოს-შემსრულებელთა ჩამონათვალი გამოაქვეყნა. “30 Under 30”-ის სიაში ის მუსიკოსები მოხვდნენ, რომლებსაც გამოცემის ჟურნალისტების აზრით უახლოეს წლებში დიდი მომავალი ელით.

 

ამ სიის პირველ საფეხურზე 19 წლის ამერიკელი რეპერი მიკ მილერი აღმოჩნდა. პიტსბურგელი ყმაწვილი სამშობლოში უკვე ძალიან პოპულარულია და ერთ კონცერტში 40 ათას დოლარს იღებს.

 

მეორე ადგილზე მიმდინარე წლის აღმოჩენა, 23 წლის ბრიტანელი მომღერალი ადელი გავიდა.

 

საპატიო მესამე პოზიცია 17 წლის კანადელ ჯასტინ ბიბერს ერგო.

 

პერსპექტიულთა სიაში შემდეგი მუსიკოსებიც მოხვდნენ: რეპერი დრეიკი (25 წლის), “Kings of Leon”-ის ვოკალისტი კალებ ფოლოვილი (29), “Bon Iver”-ის მენეჯერი კაილ ფრენეტი (24), ლედი გაგა (25), მომღერალი Wiz Khalifa (24), ბრუნო მარსი (26), ნიკი მინაჟი (29), მარკუს მამფორდი (24), ქეთი პერი (27), რიანა (23), “Lady Antebellum”-ის ვოკალისტი ჰილარი სკოტი (25), Skrillex (23), “გრემის” მფლობელი ესპერანსა სპოლდინგი (27), ტეილორ სვიფტი (22), კონრად ტაო (17), ლილ უეინი (28) და “Florence + The Machine”-ს ვოკალისტი ფლორენს უელჩი (25).