ცერემონიაზე მხოლოდ მეგობართა და ნათესავთა ვიწრო წრე იყო დაპატიჟებული.
36 წლის უილიამსი და 31 წლის ფილდი ერთმანეთს სამი წლის განმავლობაში ხვდებოდნენ. როგორც News of the World წერს, უილიამსს ქორწილის კიდევ ერთი წლით გადადება უნდოდა, მაგრამ საბოლოოდ აიდა ფილდის ულტიმატუმს დათანხმდა, – საპატარძლომ დაუყოვნებლად დაქორწინება მოითხოვა.
ამასთანავე ფილდს უახლოეს მომავალში ბავშვის გაჩენაც სურს, ამიტომ უილიამსს კიდევ ერთი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოუხდა და სიგარეტის წევას დაანება თავი. აღმოჩნდა, რომ რობი დღეში 60 ღერს ეწეოდა, ამიტომ სიგარეტის გადაგდებას მან მეუღლისადმი მიძღვნილი „ყველაზე დიდი საჩუქარი“ უწოდა.
პორტალი tvnz.co.nz იუწყება, რომ ახლადშექმნილმა წყვილმა საქორწინო კონტრაქტი შეადგინა, სადაც დაფისირებულია, თუ 80 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეფასებული უილიამსის ქონების რა ნაწილი დარჩება აიდა ფილდს, განქორწინების შემთხვევაში.
კონკრეტულ ციფრს ვარსკვლავური წყვილი არ ახმაურებს.