გამოცემა “New Musical Express”-ის ცნობით, ცნობილმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, სერ პოლ მაკარტნიმ ახალ ალბომზე მუშაობა დაასრულა. მისი სახელწოდებაა “My Valentine”. ის დღის სინათლეს 2012 წლის 7 თებერვალს იხილავს.
ალბომში ძირითადად განთავსებულია წინა საუკუნის 20-30-იანი წლების პოპულარული ჯაზური მელოდიების თანამედროვე ქოუვერ ვერსიები. რასაკვირველია ვიხილავთ სერ პოლის მიერ დაწერილ რამდენიმე ახალ კომპოზიციასაც.
მუსიკოსის ინფორმაციით, ეს ნამუშევარი მისი მამის ხსოვნას ეძღვნება. მასში წარმოდგენილი ძველი კომპოზიციები მაკარტნის მშობელს თავის დროზე ძალიან უყვარდა.
დისკის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს მომღერალმა დაიანა კროლმა, ბას-გიტარისტმა ჯონ კლეიტონმა და პროდიუსერმა ტომი ლიპუმამ.
ბრიტანულ მას-მედიასთან საუბრისას მაკარტნიმ განაცხადა, რომ მომავალ წელს ახალი სტუდიური ჩანაწერის გამოშვებას აპირებს. მისი ბოლო ალბომი “Memory Almost Full” მსმენელებმა 2007 წელს მიიღეს.
2008 წელს მაკარტნიმ ფსევდონიმით “The Fireman”, მარტინ გლოვერთან ერთად ალბომი “Electric Arguments” ჩაწერა.