კომპოზიტორი ენტონი ჰოპკინსი

კომპოზიტორი ენტონი ჰოპკინსი

ბრიტანული მუსიკალური მას-მედიის ინფორმაციით, ცნობილი მსახიობი სერ ენტონი ჰოპკინსი კლასიკური მუსიკით დაინტერესდა და საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვა ახალ ამპლუაში სურს.

 

2012 წლის იანვარში გაყიდვაში ბრიტანელი მსახიობის სადებიუტო ალბომი გამოვა. მისი სახელწოდებაა “Anthony Hopkins - Composer”. ამ ნამუშევარში სერ ენტონი კომპოზიტორის როლში მოგვევლინება.

 

მიმდინარე წლის ზაფხულში ჰოპკინსი ქალაქ ბირმინგემის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დიდ სცენაზეც გამოჩნდა.

 

სადებიუტო კონცერტის შემდეგ ჰოპკინსმა სიმფონიური ორკესტრისათვის მუსიკის დაწერა მოისურვა. ამ საქმით ნახევარი წლის განმავლობაში  სერიოზულად დაკავდა და მის ნამუშევარს მალე მსმენელი თავად შეაფასებს. მსახიობს იმედი აქვს, რომ ამ სფეროშიც გარკვეულ წარმატებებს მიაღწევს.