მფრინავი ბრიუს დიკინსონი

მფრინავი ბრიუს დიკინსონი

ცნობილი ბრიტანული ჯგუფი “Iron Maiden”-ის ვოკალისტი ბრიუს დიკინსონი ჩინებული მუსიკოსის სახელის გარდა, კარგი მფრინავის რეპუტაციითაც სარგებლობს. დიკინსონი მუსიკისაგან თავისუფალ დროს ავიაკომპანია “Astraeus Airlines”-ში მუშაობს. ბრიტანული მას-მედიის ცნობით მას პროფესიონალი მფრინავის ლიცენზია გააჩნია.

 

ორი კვირის წინ “Astraeus Airlines” გაკოტრების საფრთხის წინ დადგა. ამ მიზეზის გამო ფირმამ მგზავრების გადაყვანა დროებით შეაჩერა. დიკინსონს საყვარელი საქმის გარეშე დარჩენა დაემუქრა.

 

“Iron Maiden”-ის ვოკალისტი დიდი ავიაციის გარეშე დარჩენას არ აპირებს და საპასუხო ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა. მეგობრებთან ერთად უახლოეს მომავალში საკუთარი ავიაკომპანიის დაარსება სურს. ამის პარალელურად დამწყები მფრინავების სკოლასაც გახსნის.

 

“გაკოტრებული ფირმის გადარჩენის პროექტზე მუშაობა უკვე დავიწყე. ახალ კომპანიას ვაყალიბებ და “Astraeus Airlines”-ის ყოფილ თანამშრომლებს ჩემთან მუშაობას დავაწყებინებ. თანამედროვე ავიაცია მაღალპროფესიული მფრინავების დეფიციტს განიცდის. ამის გამო სპეციალურ სკოლასაც გავხსნი.” – განაცხადა ბრიუს დიკინსონმა.

 

საინტერესოა, რომ “Iron Maiden”-ს საკუთარი თვითმფრინავი, სახელწოდებით “Ed Force One” გააჩნია. რასაკვირველის ჯგუფის საგასტროლო მოგზაურობების დროს მის მართვას თავად დიკინსონი ახორციელებს.